03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერების პირობა მისცა

პრემიერ-მინისტრმა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერების პირობა მისცა.

შეხვედრაზე ომბუდსმენი ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტო-ვიდეოგადაღების უფლებასა და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე ესაუბრა.

უჩა ნანუაშვილმა პრემიერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოაყენა საკითხი - შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ომბუდსმენმა ღარიბაშვილისგან ამ თემაზე მუშაობის დაწყების პირობაც მიიღო.

ნანუაშვილის თქმით, ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მინიჭება მის უწყებას საშუალებას მისცემს, მეტი რეაგირება მოახდინონ კონკრეტულ დარღვევებზე.

დღის ამბები