03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ვაჟა-ფშაველაზე ოჯახი გაძარცვეს

ყაჩაღობა ვაშა-ფშაველაზე. სამმა ბოროტმოქმედმა მე-5 კვარტალში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი გაძარცვა.

მეზობლების ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახის წევრებს კარი მოტყუებით გააღებინეს, შემდეგ კი თავს დაესხნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათი ინფორმაციით, ოჯახს 3 პირი დაესხა თავს. კარის გაღების საბაბად მათ ელექტროენერგიის საკითხზე დალაპარაკება გამოიყენეს.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობდნენ. ამ დრომდე უცნობია, მოახერხეს თუ არა რაიმეს წაღება ეჭვმიტანილებმა.

ასვე გაურკვეველია, რა მუხლით აღიძრა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყაჩაღობის ფაქტზე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

დღის ამბები