03 მაისი 2024,   17:03
ვრცლად
თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ვიქნებით ჩვენ - ლიტვის პრეზიდენტი

ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი მისი ქვეყანა იქნება. გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ როდესაც საქმე პრეზიდენტ პუტინს ეხება ევროპაში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

"ევროკავშირის ვერც ერთი ქვეყანა ევროპაში ვერ გრძნობს თავს დაცულად. დიახ, უკრაინა ნომერ პირველი სამიზნეა, მაგრამ თუ უკრაინა დაეცემა - დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი. რუსეთი დარჩება ჩვენს კარებთან," - განუცხადა ნაუსედამ CNN-ს კითხვაზე, შეეძლო თუ არა პუტინი სამიზნე ყოფილიყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში ლიტვა, ესტონეთი და ლატვია რაღაც მომენტში.

შეგახსენებთ, ლიტვამ ესტონეთთან, ბულგარეთთან, ჩეხეთთან, ლატვიასთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მოუწოდებდა ევროკავშირს დაუყოვნებლივ მიანიჭოს უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები მისი ოფიციალური მიღების შესახებ.

დღის ამბები