03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
რეპრესირებულთათვის კომპენსაციის დაწესების საკითხი პარლამენტში დავის საგანია

სტალინის პერიოდში რეპრესირებულთათვის კომპენსაციის დაწესების საკითხზე პარლამენტში პოზიციები ორად გაიყო.

რესპუბლიკელები და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ კომპენსაცია რეპრესირებულებზე უნდა იყოს მოჭრილი თანხა და უნდა შეადგენდეს 2 ათას ლარს. კობა სუბელიანის თქმით, ეს ადამიანები უკვე აღიარებულები არიან რეპრესირებულად და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას სასამართლო აღარ სჭირდება.

კანონპროექტის ინიციატორები კი აცხადებენ, რომ თითოეული საქმე სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

იუსტიციის მინისტის მოადგილე სანდრო ბარამიძე განმარტავს, რომ დავით ბერძენიშვილის მოსაზრება 2000 ლარის დაწესების შესახებ მიუღებელია და ეს პოზიცია აქამდე გამოთქმული არ ყოფილა.

 

 

დღის ამბები