26 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
ვისთვის რა არის ტრაგედია - აცრემლებული რუსი ბლოგერები დაბლოკილ სოციალურ ქსელებსა და დახურულ ბრენდულ მაღაზიებს მისტირიან

ვისთვის რას არის ტრაგედია?! ახალგაზრდა რუსი ბლოგერი, სხვა ბევრი ბლოგერის მსგავსად, მხოლოდ იმას გლოვობს, რომ დღეიდან საკუთარ ინსტაგრამგვერდზე ფოტოებს და ვიდეოებს ვეღარ დადებს.

რამდენიმეწუთიან სევდიან მონოლოგში რუსი ბლოგერი ევექსალინი არცერთხელ ახსენებს იმ მიზეზს, რის გამოც გვერდი გაუუქმდა, არ არის გამორიცხული, არც კი იცოდეს, რომ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელზე წვდომა, მის ქვეყანას, უკრაინაში შეჭრის გამო შეუწყვიტეს. აცრემლებული და გაბრაზებული ქალი განიცდის, რომ ბრენდულ სამოსში გამოწყობილი, მის ყოველდღიურ რუტინას 32000 გამომწერი ვეღარ ნახავს .

ინსტაგრამი, ყველაზე ნაკლები თავსატეხია რუსეთში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მდიდრულ ცხოვრებას არიან მიჩვეულები, ევროპა მათთვის ახალ სანქციებზე იწყებს მუშაობას, ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც 50000 ევროზე მეტი ღირს , ძვირფასი საათები და სხვადსხვა დასახელების საგნები - ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლის ექსპორტიც რუსეთში საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ აიკრძალება.

შეზღუდვები შეეხოთ "მაკდონალდსის" მოყვარულებსაც. რესტორნების დახურვამდე საათობით დგანან რიგში და ელოდებიან შეკვეთის მიღებას. ხანგრძლივი ლოდინის მიზეზი, შესაძლოა, მომხმარებლისადმი  დამოკიდებულებაც იყოს - "მაკდონალდსში" მომუშავე პერსონალი შეკვეთებს აუჩქარებლად ამზადებენ.

უკვე რამდენიმე დღეა, დაცარიელებულია სავაჭრო ცენტრები, რუსეთის მოქალაქეებს მრავალფეროვნება უკვე აღარ აქვთ, მათი საყვარელი ბრენდები რუსულ ბაზარს ეტაპობრივად ტოვებენ. "ჰუგო ბოსის", "ზარას", "გუჩის", "ბალენსიაგას", "ალექსანდრე მაქუინის" და სხვა ცნობილი დიზაინერების მაღაზიები, პროტესტის ნიშნად, დაიხურა. ამის ფონზე კი ფასმა ადგილობრივ წარმოებაზე მკვეთრად მოიმატა.

უკვე დეფიციტია ფარმაცევტულ პროდუქტებზეც, ოფიციალური ინფორმაციით, უმსხვილესმა გერმანულმა კომპანია "ბაიერმა" რუსეთში ინვესტირება შეწყვიტა.


არც რიგები, არც დაცარიელებული სავაჭრო ცენტრები და მოქალაქეების წუხილი შეზღუდვებზე, რუსეთს, როგორც ჩანს, არ აღელვებს, მეტიც , უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურამ დასავლური კომპანიებს გაფრთხილება მისცა - ვინც ქვეყნის ბაზარს ტოვებს, მათ აქტივებს და სავაჭრო ნიშანს ჩამოართმევენ. კორპორატიულ ლიდერებს კი, ვინც მთავრობას აკრიტიკებს , საგამოძიებო უწყება დაპატიმრებით ემუქრება. არაოფიციალური ინფორმაციით, მუქარას რუსეთი ადრესატამდე წერილობით, სატელეფონო ზარებით გზავნის, არ ერიდებიან ხელმძღვანელობასთან ვიზიტებსაც. გაფრთხილებულ კომპანიებს შორისაა "მაკდონალდსი", "კოკა კოლა" და "ქე ეფ სი".

დღის ამბები