03 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რუსეთს უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად სამხედრო დახმარება გაუწიოს

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში მისი შეჭრის მხარდასაჭერად - ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით "ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-მა ჩინეთის პოზიციაზე მოკავშირეები უკვე გააფრთხილა. როგორც "ფაინენშალ თაიმსი" წერს, რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორისაა სამხედრო თვითმფრინავების გამანადგურებელი - სახმელეთო სარაკეტო სისტემა. ასევე დრონები, სადაზვერვო აღჭურვილობა და ბრონირებული მანქანები. უცნობია თუ როდის მიიღებს მოსკოვი პეკინისგან დახმარებას.

დღის ამბები