03 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
ოპოზიციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩარჩოებში მოქცევას ნიშნავს

ოპოზიციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩარჩოებში მოქცევას ნიშნავს. მათი განცხადებით, უმრავლესობის მიერ დაინიცირებული პროექტი, პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და ამით "ქართული ოცნება" პრეზიდენტისთვის ადგილის მიჩენას ცდილობს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრეზიდენტისთვის ადგილის მიჩენა, იცოდე შენი ადგილი, ჩვენ შენ დეკორაციად  გვჭირდები და დეკორაცია არ უნდა საუბრობდეს - აი ეს არის "ქართული ოცნების" გზავნილი,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

ოპოზიციის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული პროექტი, პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

"გუშინ ჩადენილ ქმედებაზე, არ შეიძლება ხვალ მომთხოვო პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ შენ კანონი შეცვალე. პრეზიდენტის შემთხვევაში ამას აკეთებენ, რატომ არ ვიცი, თუმცა მგონია, რომ პრეზიდენტს მსგავსი არაფერი დაუშავებია,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ "მოქმედება/უმოქმედობის" საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

დღის ამბები