03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" განცხადება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ კატეგორიულად უარყოფს სოციალური ქსელით დღეს გავრცელებულ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროექტ "ნიჭიერის" ერთ-ერთმა მონაწილემ ამალია ჯიბლაძემ საკონკურსო სიმღერა ფონოგრამით შეასრულა. 

"არხის სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით," - ნათქვამია "რუსთავი 2-ის" განცხადებაში.

არხის გადაწყვეტილებით, დეპუტატი გოგა ხაჩიძე პროექტ „ბრავოს“ ლობისტებს შორის აღარ იქნება, რადგან ის ერთ-ერთია სოციალური ქსელის იმ რამდენიმე მომხმარებელს შორის, რომელმაც პროექტის მონაწილის მიერ სიმღერის ცოცხალად შესრულება ეჭვის ქვეშ დააყენა. 

"არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, რომლებმაც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე," - ნათქვამია "რუსთავის 2-ის" განცხადებაში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები