სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების შესახებ წიგნი გამოიცემა.
წიგნში, რომლის ავტორიც სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა, თავმოყრილი იქნება ჩანახატები სამ ლეგენდარულ ჩემპიონზე. ოქროს მედლები 1952 წლის ოლიმპიადაზე რაფაელ ჩიმიშკიანმა, დავით ციმაკურიძემ და მედეა ჯუღელმა მოიპოვეს.