27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 300 ადამიანი ემსხვერპლა

მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით მარიუპოლის საქალაქო საბჭო ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ რუსმა აგრესორებმა, თეატრი, რომელიც თავშესაფრად გამოიყენებოდა 16 მარტს დაბომბეს. ოკუპანტები ვერც უზარმაზარმა წარწერამ შეაჩერა "ბავშვები", რომელიც სპეციალურად ადგილობრივმა მოსახლეობამ გააკეთა თეატრის მახლობლად, რათა თავშესაფარში მყოფი ადამიანები დაეცვა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ თეატრის სარდაფმა დაბომბვას გაუძლო და მსხვერპლი დიდი არ იყო.

დღის ამბები