19 მაისი 2024,   21:09
ვრცლად
"კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა საარჩევნო პროცესზე" - "ღია საზოგადოების ფონდმა" კვლევის შედეგები წარმოადგინა

"კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენა საარჩევნო პროცესზე" - ამ სახელწოდებით კვლევა "ღია საზოგადოების ფონდმა" ჩაატარა.

შეაფასეს 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების და არაფორმალური ჯგუფების ჩართულობა.

ანგარიში ეხება როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე კენჭისყრის დღეს. კვლევის თანახმად მსგავსი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში იყო აშკარა, ამასთან ხშირ შემთხვევაში კრიმინალური ავტორიტეტები ამოფარებულები იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.

დღის ამბები