დახურული და ღია საჩოგბურთო კორტები, კვების ობიექტები და საცურაო აუზი. ძველ იპოდრომთან არსებული დანგრეული და ფუნქციადაკარგული ჩოგბურთის კორტები პირვანდელ დანიშნულებას დაიბრუნებს.
პროექტის გეგმა დღეს თბილისის მერიაში წარადგინეს. 3 საჩოგბურთო კორტი, მოსასვენებელი სივრცეები, საკვები ობიექტები, 50 მეტრიანი აუზი - პროექტი უკვე მზად არის.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება, სამუშაოები კი ზაფხულში დაიწყება.