03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი თანაშემწე ჰყავს

ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ირაკლი ღარიბაშვილს ახალი თანაშემწე ჰყავს.

საბჭოს თავჯდომარედ პრემიერ-მინისტრმა სოფო ჯაფარიძე დანიშნა. ჯაფარიძე მანამდე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სოფო ჯაფარიძის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ჯაფარიძე ნაკისრ ვალდებულებებს თავს გაართმევს.

"მას აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და მას მინისტრთა კაბინეტის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. 

დღის ამბები