03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ამალია ჯიბლაძის ზღაპარი

ქვრივი ქალის ზღაპარი, რომელიც „ნიჭიერიდან“ დაიწყო. მეგშოუში ამალია ჯიბლაძის მიერ შესრულებულმა სიმღერა Moon River საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქვრივი ქალის ნამღერმა პროექტ „ნიჭიერის“ ჟიური და დამსწრე საზოგადოება აატირა, საზოგადოებაში კი დიდი მოწონება დაიმსახურა.

მხოლოდ "რუსთავი 2-ის" ოფიციალურ ვებგვერდზე ამალია ჯიბლაძის ნამღერის ვიდეოჩანაწერს 71 ათასზე მეტმა ადამიანმა უყურა.

სოციალურ ქსელებში ჯიბლაძის ნამღერი მთელი კვირის განმავლობაში აქტუალურობას არ კარგავს.

"ნიჭიერი ადამიანი", "აღმოჩენა", "სერიოზული მომღერალი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შეფასებებისა, რომლითაც ამალია ჯიბლაძეს სოციალურ ქსელში მოქალაქეები მოიხსენიებდნენ.

ამალია ჯიბლაძის კეთილი ზღაპარი მალევე შეიცვალა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯიბლაძემ ”ნიჭიერში” ფონოგრამაზე იმღერა.

აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატი გოგა ხაჩიძე და ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელ facebook-ში გამოეხმაურნენ.

„ვნახე ეს ვიდეო...
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სიტუაციას ფონოგრამის სუნი ასდის,“ - წერს დეპუტატი facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დეპუტატ გოგა ხაჩიძეს, ამ განცხადების გამო, „რუსთავი 2-მა" გადაცემა "ბრავო" დაატოვებინა. ტელეკომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, რომლებმაც არხი პრაქტიკულად თაღლითობაში დაადანაშაულეს. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე. 

"არხის სახელით გვინდა განვაცხადოთ, რომ ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით," - ნათქვამია "რუსთავის 2-ის" განცხადებაში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები