03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
"ჩემი ეჭვი ამალია ჯიბლაძეზე საფუძვლიანია," - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძემ პროექტ „ბრავოდან“ მოხსნის შემდეგ facebook-ის საკუთარ გვერდზე გიორგი ბერიძეს, რომელსაც ის პროექტში ლობირებდა, ბოდიში მოუხადა, რადგან ვეღარ შეძლებს მის დახმარებას.

„გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის. იცი, რომ მას შემდეგ, რაც „ბრავოში" შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა. სასაცილოა, მაგრამ ამის გამო თურმე პროექტიდან „მომხსნეს". როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები... შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!" - აღნიშნულია ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

„კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას კი გოგა ხაჩიძე აღნიშნავს, რომ მისი ეჭვი ამალია ჯიბლაძესთან დაკავშირებით საფუძვლიანია და ყველას აქვს ეჭვის გამოთქმის უფლება. მისივე თქმით, „რუსთავი 2-ის“ რეაქცია მის პოზიციაზე არასერიოზულია.

გოგა ხაჩიძე განმარტავს, რომ ამალია ჯიბლაძეს  შეეძლო ისე ემღერა ფონოგრამაზე, რომ "რუსთავი 2" საქმის კურსში არ ჩაეყენებინა.  

 

ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი აზრი შეგიძლიათ გამოხატოთ "რუსთავი 2"-ის გამოკითხვაში. უპასუხეთ კითხვას: - თქვენი აზრით, თქვენი აზრით, პროექტ "ნიჭიერში" ამალია ჯიბლაძემ იმღერა ცოცხლად, თუ ფონოგრამით? 

ამავე თემაზე
დღის ამბები