19 მაისი 2024,   16:21
ვრცლად
ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები "გენოციდად" მოიხსენია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას, უკრაინაში მომხდარი "გენოციდად" მოიხსენია. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს.

მისი თქმით, ის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი ბარელი ნავთობის მოხმარების განკარგულებას გასცემს.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი ავზის შევსების უნარი, არცერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით,"- აღნიშნა ბაიდენმა.
დღის ამბები