03 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
ხელოვანების ბოიკოტი პუტინის მიერ გახსნილ ხელოვნების ცენტრს - არტისტებმა შენობაში საკუთარი ნამუშევრებიც არ დატოვეს და ქვეყნიდან წავიდნენ

პუტინის გახსნილი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რომელსაც რუსმა და უცხოელმა ხელოვანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს -  შენობიდან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის გვერდით ააშენებინა, არტისტებმა საკუთარი ნამუშევრებიც კი არ დატოვეს, რისი მიზეზიც უკრაინაში მოსკოვის აგრესია გახდა.

შენობა ხელოვნებისგან ცარიელია, მაშინ, როდესაც უკრაინაში რუსი ჯარისკაცები ადამიანებს კლავენ. მხატვრების, მოქანდაკეების და თანამედროვე არტის სპეციალისტების პროტესტი კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია, პუტინმა მათ ყველა იმ ნამუშევრის გამოფენა აუკრძალა, რომელიც ომის თემატიკაზეა შექმნილი.

ხელოვნების ცენტრის დატოვების შემდეგ რუსმა არტისტებმა, რომლებიც კრემლის სისხლიან პოლიტიკას არ ეთანხმებიან, რუსეთიც დატოვეს, ახლა ისინი იმ იშვიათ გამონაკლის წარმოადგენენ, რომელიც სიმართლეს რუსეთზე საკუთარი ნამუშევრებით საზოგადოებას ევროპიდან მოუყვებიან.

დღის ამბები