03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ჯოხაძემ ამალია ჯიბლაძეს მოუბოდიშა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ეჭვი საფუძვლიანია

ანრი ჯოხაძემ ამალია ჯიბლაძეს მოუბოდიშა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ეჭვი ფონოგრამასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამალია ჯიბლაძის "ნიჭიერში" გამოსვლის ვიდეო, რომელიც მან გაიზიარა, ეჭვის საფუძველს იძლევა.

„ეს იყო შეცდომა მონტაჟში, ან რამე ასეთი. მე პატივს ვცემ მის ნიჭს, თუმცა ჩემი ეჭვი საფუძვლიანია,“ - აცხადებს ანრი ჯოხაძე „კურიერთან“ საუბრისას.

ანრი ჯოხაძე ფიქრობს, რომ ამალია ჯიბლაძეს აწყენინა. მომღერალმა დღეს ”ნიჭიერის” მონაწილეს სიმბოლურად თაიგული აჩუქა და მოუბოდიშა.

ანრი ჯოხაძე „ნიჭიერის“ ჟიურის წევრ ია ფარულავას განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ია ფარულავამ დამცხო, ფონოგრამაზე მღერისო. კი, მეც ვმღერი ფონოგრამაზე, რა თქმა უნდა. ვერც გაარჩევთ, ისე, როგორც ცოცხლად. კარგად გამომდის და ბევრჯერ მიმღერია კიდეც, არ არის პრობლემა,“ - აცხადებს ანრი ჯოხაძე „კურიერთან“ საუბრისას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები