19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
საერთო სამარხი მარიუპოლთან, სადაც ოკუპანტებმა სავარაუდოდ 9 ათასამდე ადამიანი დამარხეს - რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე

საფრთხის გამო ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინაში დღეს არ იქნება. განცხადება ვიცე-პრემიერმა გააკეთა. ასევე გავრცელდა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები - მასალა ასახავს მარიუპოლთან ახლოს მოწყობილ საერთო სამარხს, აქ სავარაუდოდ ცხრა ათასამდე ადამიანი დამარხეს.

უმძიმესი ფაქტების შესახებ როიტერთან ინტერვიუში ვრცლად მარიოპოლის მერმა ისაუბრა.

"რუსებმა გვთხოვეს, მიგვეცა რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია - ჩვენ მათ რუკა მივეცით. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა, ავტობუსების რაოდენობა ვუთხარით. ამის შემდეგ მათ გაანადგურეს და დაანგრიეს ყველა ის ადგილი და გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები. ქალაქში ჯერ კიდევ 100 000 ადამიანია ჩარჩენილი და "აზოვსტალის" ქარხანაში მყოფი ჯარისკაცები დანებებას არ აპირებენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც იქ იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის - ვლადიმერ პუტინის ხელშია,"- აცხადებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.

  

დღის ამბები