ძლიერი წვიმის გამო, თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა. ჩუღურეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა. ღამით, ადგილზე მაშველები და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.
პრობლემები შეიქმნა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ასევე გმირთა მოედანსა და ე.წ. ახალ გზაზე. ავტომობილები დაიტბორა მარცხენა სანპიროზეც.