03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ატირებული ამალია ჯიბლაძე - სახალხო აღიარებიდან მესამე დღე

სახალხო აღიარებიდან მესამე დღეს ამალია ჯიბლაძე დღეს კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ანრი ჯოხაძისა და გოგა ხაჩიძის წყალობით, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს, რომ „ნიჭიერის“ პირველი შოუს ფავორიტი ფონოგრამაზე მღეროდა.

ეს თემა ისევე, როგორც დებიუტანტი მომღერლის პირველი გამოჩენა სცენაზე, საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.

სკეპტიკოსების საყურადღებოდ, ყველა კითხვას პასუხი უახლოესი დღეების განმავლობაში გაეცემა, როდესაც ამალია ჯიბლაძე „რუსთავი 2-ის” სხვადასხვა პროექტში საკუთარ ნიჭს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

მანამდე კი პირველი თაიგული და ბოდიში ანრი ჯოხაძისგან მიიღო.

მიუხედავად ბოდიშისა, ანრი ჯოხაძე ფიქრობს რომ მას შესრულებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდა. ამავე აზრს იზიარებს დეპუტატი გოგა ხაჩიძეც. რომელმაც „რუსთავი 2-ის“ პროექტი „ბრავო“ ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები