პრეზიდენტი სოციალურ ქსელში საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადან-ბაირამს ულოცავს.
"გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს - საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს!
სულიერი განწმენდის, ერთმანეთის სიყვარულის, თანადგომისა და მიტევების ეს დიდი ისლამური დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!,"-წერს სალომე ზურაბიშვილი.