წელს პირველად, Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage-ზე კონცერტი გაიმართება. 15 აგვისტოს, არენის ეზოში ფრანგული დისკო-პოპ ბენდის, L’Imperatrice-ის კონცერტი გაიმართება და როგორც Black Sea Arena-ის წარმომადგენელი გვეუბნება, მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული დღე ელოდებათ წინ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს კონცერტის გარეშე არ ჩაევლო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთგვარი ექსპერიმენტული კონცერტი გაგვეკეთებინა და ამისთვის Black Sea Arena-ის ეზო გამოგვეყენებინა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის კონცერტები მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს არენის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რაც შეეხება ღონისძიებას, L’Imperatrice უკვე ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულ ბენდად, მათი მუსიკა კი მსოფლიოს უდიდეს ფესტივალებზე ჟღერს და ღია სივრცეს ძალიან უხდება " - აცხადებს Black Sea Arena-ის წარმომადგენელი.
L’Imperatrice-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა Black Sea Arena-ის ოფიციალურ ვებგვერდზე BSA.ge-ზე შეგიძლიათ. ბილეთები კალათებად იყიდება:
• პირველი კალათა - 80 ლარი
• მეორე კალათა - 100 ლარი
• კარზე - 120 ლარი
L"Impératrice ფრანგული დისკო-პოპ ბენდია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L"Impératrice-ს მსოფლიოს.