საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს.
გადაცემა "ახალი კვირის" ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტები მათი ტელევიზიიდან გათავისუფლების ფაქტს უკანონოს უწოდებენ და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ ბრძანება ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტს მოკლებულია.
შეგახსნებთ, რომ იმედა დარსალიას, სოფო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მაუწყებლის დირექტორმა 29 აპრილს მოაწერა.