"მეტი დაცვა, ნაკლები რისკი" - 2 მაისს საქართველოში პირველად დაზღვევის დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი დაზღვევის, სადაზღვევო პროდუქტებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.
შეხვედრას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მხარდამჭერი კომპანიები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.