20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021"-ის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021"-ის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რიგით მეათე დაჯილდოების ცერემონიალი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გაიმართა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში 2021 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას.  

"ვულოცავ ყველას მსოფლიოს სიტყვის თავისუფლების დღეს. ეს დღე თქვენ პროფესიას ეხება, რომელიც საჭიროებს იყოს ობიექტური და პროფესიული. ხედავთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვის თავისუფლებას, როცა რუსეთის არაპროვოცირებული ომი მიმდინარეობს უკრაინაში და ვრცელდება ბევრი პროპაგანდა -რუსეთი ზღუდავს ინფორმაციას. საქართველოში არსებობს მედია-პლურალიზმი. ასეთ კონფერენციებზე განვიხილავთ არსებულ მედია გარემოებებს, რაც მოიცავს პოლარიზაციას, დეზინფორმაციას, სიძულვილის ენას, 5 ივლისის საკითხს, რაზეც სამუშაოა და რასაც ევროკავშირი ძალიან სერიოზულად უყურებს. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება და მათთვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა," - განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები