დღეს, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
1962-დან 1978 წლამდე ნონა გაფრინდაშვილმა ხუთჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის წოდების მოპოვება. ის 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი, საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და ეს არასრული ჩამონათვალია.
პრემიერი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. "ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ყოველთვის სიამაყით გვავსებდა თავისი ღირსეული ასპარეზობითა და დიდი გამარჯვებებით.
ქალბატონმა ნონამ ოლიმპიადებსა თუ ჩემპიონატებში ყველა თავისი მონაწილეობა ქართული სპორტის წინსვლისა და მისი გულშემატკივრების უზარმაზარი სიხარულის საფუძვლად აქცია." წერს ირაკლი ღარიბაშვილი.