საქართველოს პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის გაფორმებული დეკლარაციის ფარგლებში, საქართველომ ამერიკას ლიბანის რესპუბლიკის ორი ძებნილი მოქალაქე გადასცა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის განმახორციელებელი ლიბანური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის წევრი, შტატებში და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობით მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების შეგროვებას, ლეგალიზაციას და სამოქალაქო ბრუნვაში მიქცევას ახორციელებდნენ.
გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული ოდენობის შემოსავალს იღებდნენ. ძებნილები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2021 წელს დააკავეს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების ვაჭრობით მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების შეგროვებას, ლეგალიზაციასა და სამოქალაქო ბრუნვაში მიქცევას ახორციელებდნენ, ხოლო გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, გარკვეული ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
ძებნილი ლიბანის მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის 15 სექტემბერს დააკავეს,“ - განაცხადა საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა.