ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.
კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. აქ საბაკალავრო პროგრამებზე უფასოდ ყოველწლიურად ათი სტუდენტი ჩაირიცხება. ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობისთვის კი ათი მილიონი ლარი დაიხარჯება.