20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" და ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, თბილისში წყალმომარაგების სერიოზული პრობლემაა - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა და კომპანია "ჯივიპის" არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია. კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე ძირეული ცვლილებები თბილისის შექმნის შემდეგ არ განხორციელებულა და იმ ტერიტორიებზე, სადაც მერია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან.

კალაძის განცხადებით, ამასთან, კომპანია "ჯივიპის" ვალდებულება აქვს, რომ წყალმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოასწოროს.

"ზოგადად, თბილისში სერიოზული პრობლემაა წყალმომარაგება. არსებული კომპანია – "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი", რომელიც ოპერირებს, არსებული ქსელი, კრიტიკას ვერ უძლებს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ძალიან ხშირია ავარიები. შესაძლოა, ყოველდღიურადაც ხდება კონკრეტულ ქუჩებზე ავარიები. არასდროს არავის, წინა წლების განმავლობაში, არ მიუქცევია ყურადღება ამისთვის, რომ მოეწესრიგებინა ეს ყველაფერი. ეს თბილისი შექმნიდან არსებული კომუნიკაციებია, რომელიც არც შეცვლილა," - აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები