20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მთიან რეგიონებში საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო ფინანსურ რესურსს მიიღებს. შესაბამისი სასესხო და საგრანტო შეთანხმება საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO) შორის დღეს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა და ინვესტიციების დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ 6.5 მილიონი ევროდან 3.9 მილიონი ევრო არის NEFCO-ს სესხი, 2.6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) გრანტი. 

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო დონორთა ფართო წარმომადგენლობა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, შვედეთის სამეფოს ელჩი, დანიის სამეფოს საპატიო კონსული, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. 

დღის ამბები