"ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგების ჩატარება გურიაში დაიწყო. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის პროექტის ხელმძღვანელი კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთში ჩავიდა.
სპეციალურ ტრეინინგს გაივლის მუნიციპალიტეტის 49 სოფლისა და დასახლებული პუნქტის მოსახლეობა.
პროგრამაში რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების პოპულარიზაციაა, ჩართულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც.