20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ ღვინის გამოცემებს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ ღვინის გამოცემებს მასპინძლობს. უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, სიღნაღს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვევიან, გაეცნობიან კახურ მეღვინეობას, დააგემოვნებენ ადგილობრივ ღვინოს.

ტურის დასრულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ღვინის ტურიზმის შესახებ სტატიებსა ბლოგებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ევროპასა და აშშ-ში, აგრეთვე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან.
 
"პირველად საქართველოს 2019 წელს ვეწვიე, ეს ჩემი მეორე ვიზიტია. ბევრმა ადამიანმა იცის ქართული ღვინის შესახებ, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა და აქ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ გავიგოთ მეტი ღვინის ისტორიის შესახებ. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად. ღვინის სამშობლოს შესახებ საინტერესო სტატიები დაიწერება და უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს საქართველოს - როგორც ღვინის სამშობლოს და მეღვინე ქართველ ქალებზე, რადგან ბევრმა არ იცის რა შრომას დებენ ქალები ღვინის კულტურაში," - განაცხადა ჟურნალისტმა სენაი ოზდემირმა.

დღის ამბები