ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ხანძარს ორი სამტრედიელი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 27 წლის გიორგი და 22 წლის საბა მატარაძეები დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამტრედიელი ძმები ესპანეთში სამუშაოდ იყვნენ, ისინი დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ.