20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ლგბტქი თემის მიმართ არსებული დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და აქტივისტები.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის თქმით, განხილული იქნება საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ლგბტქ თემისთვის, ასევე ის თუ რამდენად არის მათი უფლებები დაცული საქართველოში. 

 

დღის ამბები