აღმოსავლეთ საქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა +5 +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 - 8 მაისს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. meteo.gov.ge-ს თანახმად ხვალ მოსალოდნელია ქარის 20-25 მ/წმ -მდე გაძლიერება. 10 მაისს ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება, თუმცა წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში თოვლი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ღამის პერიოდში ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა, დღე კი +9 გრადუსამდე გათბება.
უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. 8 მაისს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე. ტემპერატურა +5 +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
დღეს თოვლჭყაპი, შემდეგ დღეებში კი წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში. ტემპერატურა 0 +15 ფარგლებში იქნება.
ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, იწვიმებს ძირითადად ღამის პერიოდში. 8-9 მაისს მოსალოდნელია ჩრდილო-დასავლეთის ქარის გაძლიერება 20-25მ-წმ-მდე. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება 10 მაისს.