20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
რატომ შეჩერდა მოძრაობა მეტროს პირველ ხაზზე - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მერიის ინფორმაციის თანახმად, მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება ღია უბნებზე დაზიანებას უკავშირდება. 

"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშის გიხდით დისკომფორტისთვის," - ნათქვამია თბილისი მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები