77 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვაკის პარკის ნაცვლად ომის ვეტერანები დილიდან კიკვიძის პარკში იკრიბებიან. სულ მალე პარკში ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.
მთავრობის განკარგულებით, ომის მონაწილეებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა - ომის მონაწილეები 1000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.