მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, 500 ლარს მიიღებენ.
"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდამეჩვიდმეტე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა,"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.