შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება.
ბავშვი უმძიმესი მდგომარეობით ისრაელის კლინიკაშია. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო, ოჯახს კი ფინანსური რესურსი სრულად ამოეწურა. ჭრილობების 70 პროცენტი ღიაა და გართულების გამო, ექიმები მათ დახურვას ჯერ ვერ ახერხებენ. ძლიერი ტკივილებიდან გამომდუნარე 8 წლის დათი თითქმის ერთი თვეა ხელოვნურ კომაში ჰყავთ.
ბავშვის გადასარჩენად ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოცემულია ანგარიშის ნომრები, სადაც, თქვენი თანადგომის აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დათის ოჯახს ფინანსურად დაეხმაროთ:
#GE90BG0000000101545483
#GE05TB7962745064300024