20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ეს გამოსვლა არის შარშანდელი კონცერტიდან ამოჭრილი და დამონტაჟებული - თამარ გვერდწითელი მოსკოვში 9 მაისის კონცერტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს

მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტში თამარ გვერდწითელის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა.  როგორც მომღერლის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, სატელევიზიო  ვერსია  არის  დამონტაჟებული  და  თამარ გვერდწითელის  გამოსვლა  არის  2021 წლის  22  ივნისის  კონცერტიდან  ამოჭრილი  და  ჩასმული. 

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი, 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.

საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად,"  - ნათქვამია თამარ გვერდწითელის ოფიციალურ გვერდზე

 

 

დღის ამბები