20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება. ჩემპიონატის დაწყებამდე კი საკალათბურთო არენის შესამოწმებლად, რომელიც სპეციალურად აშენდა, ფიბას მაღალჩინოსანი ჩამოვიდა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სპეციალურ ჯგუფთან ერთად საკალათბურთო დარბაზი და ჩემპიონატის სრულფასოვანი ჩატარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კამილ ნოვაკის თქმით, სპორტული კომპლექსი ფაქტობრივად მზად არის იმისათვის, რომ კონტინენტის პირველობას ღირსეულად უმასპინძლოს. დარბაზი 15 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი და ფიბას ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე კი პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 1 სექტემბერს გამართავს. საქართველოს გუნდი ბელგიელ კალათბურთელებს დაუპირისპირდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები