20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
რუსთავში ორი ისტორიული შენობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

რუსთავში ორი ისტორიული შენობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შიდა ინტერიერისა და ფასადის, ასევე ღია სივრცის განახლებას ითვალისწინებს.

სრულად განახლდება პირველი საბავშვო ბაღიც. იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა და შენობის სრული რესტავრაცია. დაახლოებით სამ მილიონად შეფასებული პროექტი შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი გაეცნო.

დღის ამბები