საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთიდან პოპულარულ მოგზაურ ბლოგერებსა და ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ბლოგერებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს, ტურის მონაწილეები კახეთს ეწვევიან.
13 კაციანი ჯგუფის წევრები დაათვალიერებენ სიღნაღს, გაეცნობიან ადგილობრივ კულინარიას, ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ბლოგერები მოამზადებენ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა.