20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პიანისტ ლექსო თორაძეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა

პიანისტ ლექსო თორაძეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვეობის ერთ-ერთი სახელოვანი, ვირტუოზი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო.

მისმა საშემსრულებლო ხელოვნებამ აღიარება მოიპოვა მისი პიროვნების მასშტაბურობისა და ნიჭის დამსახურებით. ლექსო თორაძის პედაგოგიური ღვაწლი მომავალში კიდევ ბევრჯერ დაფასდება, რადგან მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად.

თანაგრძნობას ვუცხადებ ლექსო თორაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს მუსიკალურ საზოგადოებას." - წერს ღარიბაშვილი.

დღის ამბები