კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შევიდა.
გიული ალასანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი კლინიკაში მოათავსეს, მთავარ მოთხოვნად კვლავ მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა რჩება.
მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში დღეს დილით გადაიყვანეს. კლინიკის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ადგილზე რჩება ბადრაგი და პენიტენციური სამსახურის ავტომანქანები.