03 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
სტუდენტებისა და რუსულ ბომბებს გამოქცეული მოქალაქეების თანაცხოვრება "პოლტავის" უნივერსიტეტში - "კურიერი" ქალაქიდან, რომელსაც რუსული თვითმფრინავები რაკეტებს ახლაც ესვრიან 

"პოლტავას" აგრარული უნივერსიტეტის შენობაში, მშვიდობასა და სახლში დაბრუნებაზე ახლა, 5000-ზე მეტი ადამიანი ოცნებობს. თითქმის არც ერთ მათგანს, სარაკეტო და ავიაიერიშების შედეგად, სახლი აღარ დარჩა, ახლა ომის დასრულებამდე უნივერსიტეტის კედლებში ცდილობენ. პირობებს არ უჩივიან, უჩივიან რუს სამხედროებს, რომლებმაც მათი ცხოვრება შეცვალეს. დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ და თან შრომობენ, ანაწილებენ საჭმელს, ალაგებენ და ცდილობენ, ერთმანეთისთვის სასარგებლო რამ აკეთონ. 

უნივერსიტეტს თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს და აქ, ლექციებიც მიმდინარეობს. უნივერსიტეტმა პირველი, მისი სტუდენტები შეიფარა. 

მათ სურთ, რომ სიმშვიდეში ცხოვრება თავიდან ისწავლონ. პოლტავა ხარკოვის შემდეგ, რუსული არმიის შემდეგი სამიზნე უნდა გამხდარიყო, მაგრამ პუტინის ჯარისკაცებმა ვერც ხარკოვი აიღეს, სხვა ქალაქებს კი სანამ უკრაინის ცა დაუცველია თვითმფრინავებიდან ბომბავენ.

დღის ამბები