ქუთაისში, არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რაიმეს შეცვლის, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს, ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს.
სალომე ზურაბიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არქეოლოგიური გათხრების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
უკვე რამდენიმე წელია არქეოლოგიურ მისიაში ქართველი და პოლონელი სპეციალისტები, ქუთაისში, სამეცნიერო საქმიანობას სწორედ პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ.