20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მიმდინარეობს კვლევები, რომ განისაზღვროს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვეს, ადგილზეა გიული ალასანიაც, ის სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის უფლებას ელოდება. 

გიული ალასანიას განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილი ცუდ მდგომარეობაში იყო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, ჯერჯერობით მისთვის არ არის ცნობილი, რა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარეს სააკაშვილს.

"არ ვიცი რა ტიპის კვლევები ჩაუტარდა და ველოდებით პასუხებს. მიმდინარეობს კვლევები, რომ განისაზღვროს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. ექიმები გვეტყვიან პასუხებს ჩვენც და საზოგადოებასაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გვითხრა, რომ გარკვეული კვლევები მას უკვე ჩაუტარდა,"- აცხადებს საძაგლიშვილი. 

დღის ამბები