"კურიერის" ინფორმაციით, ლექსო თორაძეს სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ. მსოფლიოში ცნობილ პიანისტს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
1983 წელს მუსიკოსი საბჭოთა რეჟიმს გაერიდა და 40 წლის განმავლობაში, შტატებში მოღვაწეობდა. საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ ის ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და კონცერტებს მართავდა.